stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში სტიქიის მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნენ

17.01.2023 / 17 იანვარი 2023
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელოში სტიქიის მიყენებულ ზარალს ადგილზე გაეცნენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით სტიქიის შედეგების გასაცნობად სამეგრელოში მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი ლერი ბარნაბიშვილი და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია ბეგიაშვილი იმყოფებოდნენ.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლები სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან გიორგი გუგუჩიასთან და მუნიციპალიტეტის მერებთან ერთად, ფოთსა და ზუგდიდში ძლიერი ქარის შედეგად დაზიანებულ ინფრასტრუქტურას ადგილზე გაეცნენ, არსებული მდგომარეობა შეისწავლეს და სტიქიისგან დაზარალებულ მოსახლეობას შეხვდნენ.
„სამეგრელოში, გურიას და იმერეთში რეგიონში საერთო შემაჯამებელი მონაცემებით 4000-ზე მეტი კერძო სახლის სახურავები ნაწილობრივ ან სრულად დაზიანებულია. ასევე 380-მდე მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსი და 200-მდე სახელმწიფო ქონებაა დაზიანებული. მიუხედავად აღნიშნული ზარალისა სახელმწიფოს მხრიდან არის მზაობა პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, გამოყოფილია თანხები, ყველა ზარალი იქნება ანაზღაურებული. იქნება როგორც კომპენსაციები, ასევე რიგ შემთხვევებში თუ საჭირო გახდება მოხდება მთლიანი აღდგენა დაზიანებული სახურავების. ამ ეტაპზე სამივე რეგიონში ზარალის ოდენობამ შეადგინა 20 მილიონამდე ლარი. ჩვენი ვალდებულებაა ეს ზარალი აღმოვფხვრათ. არის რამოდენიმე სახლი ,რომელშიც საცხოვრებლად საშიშია, მუნიციპალიტეტებმა მოსახლეობა დროებითი ქირით გადაიყვანა, მანამ სანამ არ მოხდება მათი აღდგენა ” – განაცხადა ლერი ბარნაბიშვილმა.
სამეგრელოს შვიდ მუნიციპალიტეტში ძლიერმა ქარმა სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურა დააზიანა – მათ შორის სახურავი დაუზიანდა 2839 კერძო საცხოვრებელ სახლს და 93 მრავალბინიან საცხოვრებელ კორპუსს. ძლიერმა ქარმა სხვადასხვა დაზიანება მიაყენა 37 საჯარო სკოლას, 16 საბავშო ბაღს, 11 ადმინისტრაციულ შენობასა და 2 ამბულატორიას.
„ეს დღეები მიმდინარეობდა ზარალის დათვლა, დღეისათვის შესაძლებელია ითქვას ზარალის 90% დათვლილია, ვიცით თანხის ოდენობა. სამუშაო თათბირზე დავსახეთ შესაბამისი გეგმები და ღონისძიებები, რათა მაქსიმალურად სწრაფად მოვახდინოთ შედეგების ლიკვიდირება. შესაბამისად სამუშაოები უნდა განხორციელდეს სწრაფად და ეფექტურად , რათა მოსახლეობა იყოს მშვიდად. სამეგრელოში დაახლოებით 2840-მდე კერძო სახლია დაზიანებული, 93 საცხოვრებელი კორპუსი, დანარჩენი სხვა კრიტიკული ინფრასტრუქტურა ყველგან ყველაფერი აღდგენილია, რისთვისაც მადლობას ვუხდი შესაბამის სამსახურებს, ასევე მადლობაა ვუხდი ცენტრალურ ხელისუფლებას იმ მხარდაჭერისათვის და სწრაფი რეაგირებისთვის, რომელსაც ამ დღეებში ვგრძნობდით“ – განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი გუგუჩიამ.
ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა მსგავსი სახის შეხვედრები უკვე გამართეს იმერეთსა და გურიაში.
„ყველაფერი გარკვეულია, ორი დღეა შეხვედრები მიმდინარეობს რეგიონებში, შევთანხმდით პროცედურულ ნაწილზე, დაფინანსებაზე რაც ძალიან მნიშვნელოვანია. დარწმუნებული ვარ რამოდენიმე დღეში დაიწყება სამუშაოები, კომპენსაციების გაცემა. მინდა აქაც ავღნიშნო მუნიციპალიტეტების და სამხარეო ადმინისტრაციების ძალიან სერიოზული ნამუშევარი, სწორი მენეჯმენტი, სწორი რეაგირება ყველაფერზე და ამის ეფექტიც გამოჩნდა, რისთვისაც მინდა მადლობა გადავუხადო მათ, ცენტრალური ხელისუფლება მათ გვერდთაა, სწორედ პრემიერ-მინისტრის დავალებით ვიმყოფებით რეგიონებში“ – განაცხადა რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია ბეგიაშვილმა.
სტიქიამ სამეგრელოში, იმერეთსა და გურიაში 67 საჯარო სკოლა დააზიანა. სტიქიისგან მიღებული დაზიანებების გამო, მხოლოდ 7 სკოლაში ვერ განახლდება 16 იანვარს სასწავლო პროცესი დასწრებითი ფორმით. აღნიშნული სკოლები სწავლას დისტანციურ ფორმატში განაახლებენ. დანარჩენ 60 სკოლაში კი სასწავლო პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს.

წინა პოსტი

სენაკის მერი მოსწავლე-ახალგაზრდობის ისტორიული შენობის სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

შემდეგი პოსტი

გია ხარჩილავა: წალენჯიხა, თავისი უნიკალური შედეგით, არ უნდა გახდეს ასპარეზი დაპირისპირებისა, სიებზე ზემოქმედებითი მანიპულირებებისა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ხობში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

ხობში სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს ითვლიან

სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

სამეგრელოში მცხოვრებ ვეტერანებს ხელისუფლების წარმომადგენლები შეხვდნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ

ხელისუფლების წარმომადგენლები ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნენ