ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმარა

ფოთი მერვე მუბიციპლაიტეტია სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში, სააც საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით საახალწლო ღონისძიება გაიმართა. საღამო გრანდიოზული ფოიერვერკით დასრულდა, ფოთელების წინაშე ანსამბლი გორდელა და ჯგუფი ბანდეროლი წარსდგნენ.
ქალაქის ცენტრალურ ნაძვის ხესთან მთელი დღის განმავლობაში მოწყობილი იყო საშობაო ბაზრობა, საბავშვო გასართობი სივრცეები, ტერიტორიაზე განთავსებული იყო ხის საახალწლო სახლები, ფოტოგადასაღები სტენდები და ინსტალაციები. ბავშვებს თოვლის ბაბუა ტკბილეულით უმასპინძლდებოდა, უფროსებს კი ღონისძიების ორგანიზატორები უფასო გლინტვეინს სთავაზობდნენ.
ფოთში მთელი დღის განმავლობაში სხვადასხვა გასართობი ღონისძიებები გაიმართა, რომელიც ყველა თაობის ადამიანისთვის იყო გათვლილი.



მსგავსი სიახლეები

ფოთში საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით, დღეს საახალწლო ზეიმი გაიმართება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით და მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით მესტიაში წინასაახალწლო ზეიმი მიმდინარეობს


