აბაშაში მთავარ ნაძვის ხეს 20 დეკემბერს აანთებენ [პროგრამა]
![აბაშაში მთავარ ნაძვის ხეს 20 დეკემბერს აანთებენ [პროგრამა]](https://api.stv.ge/uploads/2022/12/2e53be65-484b-46b1-849a-b361a63f880e-960x637.jpg)
აბაშაში, ხვალ 20 დეკემბერს 19 საათზე ნაძვის ხის ანთების ოფიციალური ცერემონიალი გაიმართება. ღონისძიებები ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკში 17 საათზე დაიწყება. კონცერტში მონაწილეობენ ხელოვნების სკოლის მოსწავლეები, საბავშვო ბაღების აღსაზრდელები, ქუთაისის სადღესასწაულო ცენტრ ,,პუბნო-“ს ანიმაციური გმირები.
ნაძვის ხე 19:00 საათზე აინთება. ღონისძიების ბოლოს თოვლის ბაბუა პატარებისთვის დაარიგებს საჩუქრებს.
აბაშის მერია საახალწლო ღონისძიებების კალენდარი კი ასე გამოიყურება
20 დეკემბერი: ნაძვის ხის ანთება
27 დეკემბერი: 15 საათზე, ხელოვნების სკოლის მოსწავლეთა წინასაახალწლო კონცერტი – აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის ხელოვნების სკოლა. კონცერტში მონაწილეობენ ხელოვნების სკოლის საფორტეპიანო და სიმღერის სპეციალობების მოსწავლეები. კონცერტზე შესრულდება ქართველ და უცხოელ კომპოზიტორთა ნაწარმოებები.
31 დეკემბერი: საახალწლო კონცერტი. 19:00 – ზვიად გამსახურდიასა და მერაბ კოსტავას სახელობის პარკი. საახალწლო კონცერტში მონაწილეობენ აბაშის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ხელოვნების განვითარების ცენტრის, ხელოვნების სკოლის ანსამბლები, ჯგუფები, ინდივიდუალური შემსრულებლები. სპეციალურად მოწყობილ სივრცეში თოვლის ბაბუა გადაიღებს ფოტოებს ბავშვებთან. 24:00 – ფეიერვერკი
4 იანვარი: საახალწლო ღონისძიება – მთავრობის ადმინისტრაციის ორგანიზებით. ღონისძიების ადგილი: ზ. გამსახურდიას და მ. კოსტავას სახელობის სკვერი
• 14:00 – ორკესტრის მსვლელობა
• 14:00-20:00 – საშობაო ბაზრობა: ადგილობრივი ნაწარმის, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა, გლინტვეინი, დარიჩინის ორცხობილა, ცხელი შოკოლადი
• 14:00-20:00 – საბავშვო სივრცე: საახალწლო სათამაშოების დამზადების შესწავლა, თამაშები; სახის მოხატვა, ზღაპრის გმირები, თოვლის ბაბუა და საჩუქრები
• 14:30-16:00 – ადგილობრივი შემსრულებლების საბავშვო კონცერტი
• 16:00-17:00 – ზღაპრის გმირების საზეიმო მსვლელობა ბავშვების შეხვედრა თოვლის ბაბუასთან
• 17:00-18:00 – მოსიარულე ორკესტრის შოუ
• 18:00 – 19:00 – ჯგუფი ‘’ურსა“
• 19:00 – საზეიმო ფოიერვერკი




