დაპირისპირება ენმ-ში რას პასუხობს ანა წითლიძე მელიას განდგომილებს

„მოთხოვნა არასწორი ფორმითა და არასწორ დროს არის გაჟღერებული” – ენმ-ში ირაკლი ნადირაძისა და რეგიონალური ლიდერების ნაწილის მოთხოვნას ასე პასუხობენ. ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი ანი წითლიძე აცხადებს, რომ პარტიაში აზრთა სხვადასხვაობა ბევრ საკითხზე არსებობს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერზე საჯაროდ გაკეთდეს განცხადებები.
„ძალიან ბევრ საკითხში გვაქვს აზრთა სხვადასხვაობა და ძალიან ბევრ საკითხში არ ვეთანხმებით ერთმანეთს, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ საჯაროდ გაკეთდეს ამაზე განცხადება – ეს არის სწორი, თორემ ჩვეულებრივი პროცესია აზრთა სხვადასხვაობა. ყველაფერში არ ვეთანხმები არც ნიკა მელიას და არც ნიკა მელია მეთანხმება და ასეა ჩვენი პარტიის თითოეული წევრი“ – ამბობს ანი წითლიძე.
,,ნაციონალური მოძრაობის” ერთი ნაწილი პარტიის თავმჯდომარის ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვს, მათ ამის შესახებ ერთობლივი განცხადება დღეს გააკეთეს.
მსგავსი სიახლეები

შიდა დაპირისპირება ენმ-ში – აქტივისტი ანა წითლიძის წინააღმდეგ პოლიციას მიმართავს

რას წერდა მაია კალანდია ერთი წლის წინ დემურ ფიფიაზე, რომელმაც დღეს ენმ დატოვა და მელიას შეუერთდა – დაპირისპირება ყოფილ თანაგუნდელებს შორის


