stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბებირეგიონი

საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

01.11.2022 / 1 ნოემბერი 2022
საკრებულოს მიერ ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს

უნიციპალური ბიუჯეტის დაუმტკიცებლობა საკრებულოსთან ერთად მერის უფლებამოსილების შეწყვეტას აღარ გამოიწვევს.

პარლამენტში ინიცირებულია “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ ცვლილებების პროექტი, რომლის საფუძველზეც საკრებულოსა და მერის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტასთან, ასევე სახელმწიფო მმართველობის განხორციელებასთან დაკავშირებული საკითხები ახლებურად წესრიგდება.

კოდექსში ცვლილებები პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარემ კახა კახიშვილმა და მასთან ერთად, უმრავლესობის დეპუტატებმა: ვიქტორ ჯაფარიძემ, ანტონ ობოლაშვილმა და ირმა ზავრადაშვილმა წარადგინეს.

კოდექსში ცვლილებების ინიციატორები ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობის მერისთვის დაკისრებას საკანონმდებლო ხარვეზად აფასებენ. მათი აზრით, ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის გადაწყვეტილებას მუნიციპალიტეტის საკრებულო იღებს და არა – მერი, ამიტომ არათანაზომიერია, ასეთ დროს მაღალი ლეგიტიმაციის მქონე თანამდებობის პირს – მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდებოდეს.

უფრო კონკრეტულად, “ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ ჯერ კიდევ მოქმედი რედაქციის მიხედვით, თუკი საკრებულო ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვეში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს არ დაამტკიცებს, როგორც საკრებულოს, ასევე მერს უფლებამოსილება ვადამდე უწყდება.

მუნიციპალური ბიუჯეტის დამტკიცება შემდეგი წესით ხდება – ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს მუნიციპალიტეტის მერი წარუდგენს. საკრებულოს შეუძლია არაუგვიანეს 25 ნოემბრისა ბიუჯეტის პროექტი შენიშვნებით მერს უკან დაუბრუნოს, რომელიც თავის მხრივ, უფლებამოსილია გაითვალისწინოს ან უცვლელი ფორმით დაუბრუნოს საკრებულოს იგი. თუკი მუნიციპალიტეტის საკრებულომ მუნიციპალიტეტის მერის მიერ წარმოდგენილი ბიუჯეტის პროექტის შესწორებული ან პირვანდელი რედაქცია არ დაამტკიცა, საკრებულოს ფრაქციის ან საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთ მესამედს შეუძლია ბიუჯეტის პროექტი დააინიციიროს, რომლის დასამტკიცებლადაც საჭიროა სიითი შემადგენლობის სამი მეხუთედის თანხმობა. მოქმედი კოდექსის გათვალისწინებით, ახალი საბიუჯეტო წლის დაწყებიდან 3 თვის განმავლობაში მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში, საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერს ვადამდე უფლებამოსილებას უწყვეტს.

“სწორედ საკრებულოა უფლებამოსილი საბოლოო გადაწყვეტილება მიიღოს. თუკი წარდგენილი ბიუჯეტის პროექტების დამტკიცება ვერ ხერხდება, აქ იკვეთება საკრებულოს და არა მერის პასუხისმგებლობა. კანონის მოქმედი რედაქცია ბიუჯეტის პროექტის დაუმტკიცებლობის თაობაზე პასუხისმგებლობას ანიჭებს საკრებულოსაც და მერსაც, თუმცა რეალურად, ბიუჯეტის დამტკიცების პროცესში საბოლოო ბერკეტი საკრებულოს ხელშია, რადგანაც სწორედ ის იღებს საბოლოო გადაწყვეტილებას. ასევე საბოლოო ეტაპზე თავად შეუძლია დაამტკიცოს ბიუჯეტის ის პროექტი, რომელიც მერის მხრიდან ინიცირებულ ბიუჯეტის პროექტში შენიშვნებს ითვალისწინებს“, – ნათქვამია პროექტის განმარტებით ბარათში.

ამავე ცვლილებების ფარგლებში, მერის უფლებამოსილებებს საკრებულოსთან ურთიერთობის სფეროში ახალი უფლებამოსილება ემატება – კერძოდ, მერს შეეძლება საკითხის საკრებულოს სხდომის დღის წესრიგში შეტანა ან დღის წესრიგიდან ამოღება მოითხოვოს. ასეთ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების მიზეზს განმარტავს, რის შემდეგაც საკითხის კენჭისყრაზე დაყენება სავალდებულო იქნება.

საკითხის დღის წესრიგში შეტანის ან დღის წესრიგიდან ამოღების თაობაზე გადაწყვეტილება განხილვის გარეშე, დამსწრეთა ხმების უმრავლესობით მიიღება.

წინა პოსტი

ანაკლიის პორტით იაპონური კომპანიები დაინტერესდნენ

შემდეგი პოსტი

ვისაც კი ეს ტილო ჰქონია, ყველას პრობლემა შეექმნა – ზოგი ცოლმა მიატოვა, ზოგს სახლი დაეწვა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ზუგდიდის მერის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს საკრებულო იმსჯელებს

ზუგდიდის მერის უფლებამოსილების შეწყვეტაზე დღეს საკრებულო იმსჯელებს

ზუგდიდის მერის მოადგილემ საკრებულოს დეტალური ანგარიში წარუდგინა

ზუგდიდის მერის მოადგილემ საკრებულოს დეტალური ანგარიში წარუდგინა

ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი აიცრნენ

ზუგდიდში საკრებულოს თავმჯდომარე და მერის მოვალეობის შემსრულებელი აიცრნენ