ირაკლი ხახუბიას ხვალ დაკრძალავენ – პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება

1-ელ ნოემბერს პარლამენტის პლენარული სხდომა ისე გაიხსნება და დაიხურება, რომ პოლიტიკური განცხადებები არ გაკეთდება. ხვალინდელ პლენარულ სხდომაზე არც საკანონმდებლო ინიციატივებს განიხილავენ. ამის მიზეზი ფრაქცია “ქართული ოცნების“ დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გარდაცვალებაა. ხახუბია ხვალ დაკრძალავენ.
ბიუროს სხდომის დაწყების წინ დეპუტატებმა კოლეგის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განმარტა, პოლიტიკური განცხადებებისა და კანონპროექტების განხილვის გადადების საკითხი შეთანხმებულია როგორც უმრავლესობასთან, ასევე საპარლამენტო ოპოზიციასთან.
პარლამენტი პლენარული სხდომის ფორმატში ინტენსიურ მუშაობას 2 ნოემბრიდან განაახლებს.
ირაკლი ხახუბიას შვილის ბექა ხახუბიას გვერდით ხვალ დაკრძალავენ. პარლამენტის დეპუტატის ირაკლი ხახუბიას გამოსვენება უნივერსიტეტის ქუჩაზე მდებარე ყოველთა წმიდათა სახელობის ტაძრიდან მოხდება.
მსგავსი სიახლეები

ირაკლი ჩიქოვანი: ოპოზიცია პრაქტიკულად გაკოტრებულია და არანაირი პოლიტიკური დღის წესრიგი არ გააჩნია, აქედან გამომდინარე ხმაურიანი ეპატაჟით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიპყრობას

ირაკლი კობახიძე: „ნაცმოძრაობა“ იშლება, ეს არ არის შემთხვევითი პროცესი, ეს არის დავალება, რომელსაც ასრულებს კეზერაშვილი, არის გეგმა, „ნაცმოძრაობა“ დაწიონ, რათა სხვა პოლიტიკური ძალა წამოწიონ წინ


