ფოთის მერმა ქალაქის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ტრანსპორტელის დღე მიულოცა

25 ოქტომბერს ტრანსპორტელების დღე აღინიშნება. პროფესიული დღე, ფოთის სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომლებს ქალაქის მერმა ბექა ვაჭარაძემ მოადგილეებთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად მიულოცა და მადლობა გადაუხადა მათ წლების განმავლობაში გაწეული დაუღალავი შრომისთვის, რომელიც მნიშვნელოვანწილად განაპირობებს მუნიციპალური ტრანსპორტის გამართულ, უსაფრთხო და შეუფერხებელ მუშაობას.
ფოთის მერია ქალაქის სატრანსპორტო კომპანიაში დასაქმებულ ყველა თანამშრომელს ტრანსპორტელის დღეს ულოცავს და გაწეული შრომისა და საქმისადმი ერთგულებისთვის მადლობას უხდის.




