სტიქია სენაკის მუნიციპალიტეტში

ძლიერმა წვიმებმა სენაკის მუნიციპალიტეტში პრობლემები შექმნა. ადიდდა მდინარეები და ღელეები, ცალკეულ ადმინისტრაციულ ერთეულებში დაიტბორა სასოფლო-სამეურნეო სავარგულები. ადიდებულმა ტეხურმა წაიღო ლეძაძამე-კვაუთის შემაერთებელი ხიდი.
მთელი ღამის განმავლობაში, სტიქიის ადგილზე იმყოფებოდა და შექმნილ ვითარებას, შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად, ადგილზე ეცნობოდა სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია.
ამ წუთებში, სტიქიის ზონაში, სახელმწიფო რწმუნებული სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში, გიორგი გუგუჩია, მოადგილეებთან – დავით კუხალეიშვილთან და ლუდუკი ხასიასთან, სენაკის მუნიციპალიტეტის მერთან, ვახტანგ გადელიასთან, საკრებულოს წევრთან, საბა ოდიშარიასთან ერთად იმყოფება. ლეძაძამეში, დროებითი ხიდი, უახლოეს პერიოდში მოეწყობა.




