ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა

ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში აქტიურად გრძელდება საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა. სოფელ ნაფიჩხოვოში საავტომობილო გზის 4-კილომეტრიან მონაკვეთზე, ლეგოგუესა და ლებერიეს უბნებში გზა ასფალტის საფარით რეაბილიტირდება.
პროექტის ბიუჯეტი 2 758 000 ლარს შეადგნს. გზის ასფალტის საფარით რეაბილიტაცია ხორციელდება ასევე სოფელ მუხურში, ლეჩიქვანეს უბანში, პროექტის ფარგლებში მოეწყობა სანიაღვრე არხები. პროექტი რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით სრულდება და 5-კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაციას ითვალისწინებს, რომლის ღირებულება 2 795 000 ლარს შედაგენს.
მიმდინარე სამუშაოებს დღეს მუნიციპალიტეტის მერი დათო გოგუა, მერის პირველი მოადგილე გოჩა ჩიქოვანი, სამეგრელო – ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი ნუგზარ გაბელია გაეცნენ.




