სენაკში, მოსახლეობისთვის უფასო სამედიცინო აქცია ჩატარდა

სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, თვალის მიკროქირურგიის ჯავრიშვილის კლინიკა ,,ოფთალმიჯის” ექიმ-ოფთალმოლოგებმა, მოსახლეობისთვის უფასო გამოკვლევები ჩაატარეს.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, ლევან ელიავა, მერიის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსთან, ნატალია ხუბუასთან ერთად გაეცნო.




