ქალაქ რომში ქართველი ჟურნალისტი გაქურდეს

ქართველი ჟურნალისტი მზეკო ჟვანია, რომელიც ამჟამად, იტალიაში, ქალაქ რომში ემიგრაციაში იმყოფება, ადგილობრივ მეტროში გაქურდეს. ამის შესახებ ჟურნალისტმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა
“რომის მეტროებში ყველაზე ფრთხილად ჩანთებთან იყავით!!!!!
მომპარეს საფულე, სადაც ყველა ჩემი დოკუმენტი იყო, თანხაზე აღარაფერს ვამბობ, უმნიშვნელოა საბუთებთან შედარებით!!!
პასპორტი
პირადობა
სახლის გასაღები
არვიცი, აი ყველაფერი რაც აქ ყოფნისას განსაკუთრებით აუცილებელია!
არც კი ვიცი რა უნდა ვთქვა!!!!”,- წერს სოციალურ ქსელში ჟურნალისტი.
მსგავსი სიახლეები

იტალიის ქალაქ ბარიში ქართველი მამაკაცის ცხედარი იპოვეს

„განახლებული რეგიონების“ ფარგლებში, ქალაქ წალენჯიხასა და ქალაქ ჯვარში მიმდინარეობს ფასადების რეაბილიტაცია


