დავით შენგელიას რუსული თამაშები – რა ულტიმატუმი წაუყენა გახრიას გუნდს მოქმედმა თანამდებობის პირმა?

„არა, ჩვენ ვერ გაგვექცევი, ვერ იქცევი სხვა ადამიანად, ისეთივე დარჩები, როგორიც იყავი; ყველაფერში დაეჭვებული და საკუთარი თავით მარად უკმაყოფილო“ – ლევ ტოლსტოის ეს ციტატა გაგვახსენდა ჩვენი მხილების შემდეგ, ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის, დავით შენგელიას საპასუხო სტატუსის წაკითხვისას. რუსეთი მხსნელია, რუსეთმა დამაყენა გზაზე. ეს იყო ძირითადი პათოსი მისი საპასუხო წერილისა.
დავით შენგელია თვის საპასუხო წერილში წერს ,,ბევრი უშედეგო მცდელობის შემდგომ, ვერაფერი სამსახური ვერ ვიშოვე. აშკარა იყო, საქართველოში აღარ დაიდგომებოდა ოჯახი უკიდურესი სიღარიბის ზღვარზე, აბსოლუტურად არეული პოლიტიკური მდგომარეობა ქვეყანაში, პოლარიზაცია საზოგადოებაში, არანაირი დასაქმების პერსპექტივა არსაიდან…დიდხანს ვეძიე გამოსავალი…ევროპა მაშინ ღია არ იყო, განგებამ კი მაინც რუსეთში გადამისროლა”.
პარადოქსია არა? ნამდვილად მეგობრებო. დღეს დავით შენგელია და მისი გუნდი ალიანსშია იმ პოლიტიკურ ძალასთან რომლის მმართველობის პერიოდში, როგორც ბატონმა დავითმა თქვა ქვეყანაში არეული პოლიტიკური სიტუაცია იყო, პოლარიზებული საზოგადოება, ფაქტობრივად პერსპექტივის გარეშე იყო ახალგაზრდობა და ყველაზე მთავარი, ქვეყანაში არ დაიდგომებოდა. გვიჩნდება კითხვა თუ ასე ფიქრობს ნამდვილად დავით შენგელია მაშინ რატომ არის ალიანსში ნაციონალურ მოძრაობასთან? თუ მორალის და ღირსების წინ ხელფასი და პირადი კომფორტი დგას? პასუხი კითხვაზე საზოგადოებისთვის მიგვინვდია.
,,დიახ ერთი ჩანთით წავედი და ერთი ჩანთით ჩამოვედი.ცნობილი გამოთქმისა არ იყოს,”ხეზე რომ ავსულიყავი, ქვემოთ არაფერი დამრჩებოდა” ვინც მიცნობს, ვინც იქ ჩემთან ერთად იყო, ყველამ იცის ეს ამბავი.” ამბობს შენგელია.
ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის მონათხრობიდან ჩანს რომ ,,ძაღლი შინ არ ვარგოდა და სანადიროდ გარბოდა” ეხლა კი სერიოზულად თქვენთვის რომ მიებაძათ სხვებსაც, მოსახლეობის 80% უნდა წასულიყო რუსეთში? მაგრამ საიტერესოა იმ პერიოდში, როცა რუსეთიდან აძევებდნენ ჩვენს მოქალაქეებს თქვენ როგორ მოახერხეთ შესულიყავით დამპყრობელ ქვეყანაში? თან ცალმხრივად გამკაცრებული სავიზო რეჟიმის პირობებში? იყვნენთ თუ არა აღნიშნულ საქმეში ჩართული უცხო ქვეყნის სპეც სამსახურები?
ჩვენი წყაროს ინფორმაციით დავით შენგელია ჩართული იყო ღვინისა და სპირტის ბიზნესში. აქერდან გამომდინარე გვიჩნდება კითხვა თანამდებობის პირის მიმართ, იყო თუ არა ეს ბიზნესი ლეგალური თუ კონტრაბანდული გზებით ახერხებდით ამ ყველაფერს?
სხვა კითხვები და ფაქტები მოგვიანებით გახდება ცნობილი ჩვენი საზოგადოებისთვის და როგორც წინა სტატიაში ითქვა აღნიშნულ საკითხზე მუშაობენ ჩვენი ჟურნალისტები.
ახლა კი ჩხოროწყუში განვითარებულ მოვლენებზე, ჩვენ ინფორმაციით, თქვენ იბრძოდით ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარეობისთვის…. საკრებულოს თავმჯდომარის დასახელების წინა დღეს გახარიას პარტიის ჩხოროწყუს გუნდის შეუთანხმებლად წახვედით თუ არა თბილისში და თქვენ პარტიულ ხელმძღვანელობას წაუყენეთ თუ არა ულტიმატუმი, შემდეგი სახით თუ თქვენ არ გახდებოდით ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარე ან მოადგილე თქვენ დატოვებდით პარტია „საქართველოსთვის“, რადგან სხვანაირად არ გიღირდათ აქ დარჩენა, ვინაიდან შანსი გქონდათ მიგეღოთ რუსეთის მოქალაქეობა. ამან გამოიწვია თუ არა თქვენს გუნდში უკმაყოფილება. ეს იყო თუ არა ეს მიზეზი იმისა რომ თქვენი გუნდი დატოვა ერთ-ერთმა გამორჩეულმა ლიდერმა?
ბატონო დავით, თქვენს მიმართ ჩვენც და საზოგადოებას აქვს უამრავი კითხვა, რომლისთვისაც ადრე თუ გვიან მოგიწევს პასუხის გაცემა. ასე რომ, შეხვედრამდე!




