გახარიას ხობში ფრაქცია დაეშალა – პარტიის ორმა წევრმა „საქართველოსთვის“ დატოვა

ყოფილი პრემიერ მინისტრის გიორგი გახარიას პარტია „საქართველოსთვის“ ხობის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ფრაქცია დაეშალა. ფრაქციის ,,ხობი საქართველოსთვის“ ოთხი წევრიდან ორმა წევრმა ნუგზარ შუშანიამ და მაკა ჩარტიამ პარტია და შესაბამისად ფრაქცია დატოვეს.
საკრებულოში ფრაქციის შესაქმნელად სამი დეპუტატია საჭირო, ყოფილი პრემიერის პარტიას კი მხოლოდ 2 დეპუტატი დარჩა.
,,ვტოვებ, პარტია საქართველოსთვის და ხობის ამავე სახელწოდების ფრაქციას. მიზეზი გიორგი გახარიას და მისი გუნდი ბოლო დროინდელი განცხადებები და ქმედებებია, რომელიც ფაქტიურად ნაბიჯ-ნაბიჯ მიყვება ნაციონალური მოძრაობის ნარატივს, მეტიც ავსებს ნაც მოძრაობას და ეხმარება მას. ჩემთვის, ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში ებრძოდა ნაციონალური მოძრაობის რეჟიმს, პირადად მე და ჩემი ოჯახი მათგან არაერთი ზეწოლის, დაშინების და გატაცების ობიექტიც კი ვიყავით – არაფერი მესაქმება პოლიტიკოსების იმ ჯგუფთან ვინც ქვეყნის ინტერესები, საკუთარი ღირსება გაყიდა და შეუერთდა პარტიას, რომელიც ამ ქვეყანაში ყველაზე დიდ უბედურებსთან, ქვეყნის ღალატთან და ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევებთან ასოცირდება.“ – განაცხადა, ხობის საკრებულოს წევრმა და ფრაქცია „ხობი საქართველოსთვის“ თავმჯდომარის ყოფილმა მოადგილემ ნუგზარ შუშანიამ.




