ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხობის მუნიციპალიტეტის ახალსოფლისა და შუა ხორგის ადმინისტრაციული ერთეულების დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. პროექტს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება 1 909 914 ლარია, შპს ,,შარა-გზამშენი პირველი“ ახორციელებს.
პროექტის ფარგლებში 5.5 კმ-ზე დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი, მოეწყობა ხიდ-ბოგირები, კიუვეტები და ეზოში შესასვლელები. გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი დავით ბუკია, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე ლუდუკ ხასია და მერის პირველი მოადგილე რევაზ ზაქარაია გაეცნენ.
პროექტი, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ხორციელდება.




