სენაკის მერის ინიციატივით, სენაკში უფასო სამედიცინო აქცია გაიმართა

სენაკის მუნიციპალიტეტის მერის, ვახტანგ გადელიას ინიციატივითა და მხარდაჭერით, ,,არქიმედეს კლინიკა-სენაკში”, უფასო სამედიცინო კონსულტაციები გამართა ,,ამერიკული ჰოსპიტალი თბილისის” გულის რითმის მართვისა და ელექტროფიზიოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ,,აბრეშუმის გზის გულის რითმის საზოგადოების” პრეზიდენტმა, კარდიოლოგ-არითმოლოგმა, როინ რეკვავამ.
საჭიროების შემთხვევაში პაციენტებს უფასო კარდიოლოგიური კვლევები ჩაუტარდათ.
სამედიცინო აქციის მიმდინარეობას სენაკის მუნიციპალიტეტის მერი, ვახტანგ გადელია, ,,არქიმედეს კლინიკის“ სამედიცინო დირექტორთან, მარეხი ადანაიასთან ერთად გაეცნო.
,,უფასო სამედიცინო აქციები არა მხოლოდ ერთი პროფილის, სხვადასხვა პროფილის ექიმებთან, პერნამენტულ ხასიათს მიიღებს“ – აღნიშნა მუნიციპალიტეტის მერმა, ვახტანგ გადელიამ.




