სისხლის ბანკმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქციას გამართა

იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს რეგიონალური სისხლის ბანკმა ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტში სისხლის უანგარო დონაციის აქციას გამართა.
სისხლის დონაციის აქციაში მუნიციპალიტეტის მერიის ხელმძღვანელი პირები, მერიისა და ა(ა)იპ-ების თანამშრომლები და მოქალაქეები ჩაერთნენ. აქცია ქალაქ ჩხოროწყუში, საგანმანათლებლო რესურსცენტრის სააქტო დარბაზში ჩატარდა.
ჩხოროწყუელების მიერ გაღებული სისხლი შეინახება სისხლის ბანკში და საჭიროების შემთხვევაში ჰუმანიტარული დახმარების სახით უკრაინაში გაიგზავნება.




