სოფლის მხარდაჭერის პროგრამა- 2021 სენაკის მუნიციპალიტეტში

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა – 2021-ის’’ ფარგლებში, თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, მოსახლეობის საჭიროებებზე გათვლილი ინფრასტრუქტურული პროექტების განსახორციელებლად 72 000 ლარი გამოიყო, ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში კი – 54 000 ლარი.
თეკლათისა და ზანის ადმინისტრაციული ერთეულების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად, ადგილობრივი მაცხოვრებლების მიერ შერჩეული შემდეგი პროექტები განხორციელდა:
თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში – საბავშვო ბაღის შემოღობვა და საბავშო ატრაქციონების მოწყობა; თეკლათი-ბათარიას გზაზე და სოფელ გოლასკურში – გარე-განათების მოწყობა; სოფელ რეკაში – საყანე ფართობების შემოღობვა.
ზანის ადმინისტრაციულ ერთეულში – სოფელ ზანაში, საშურღაიოში, საესებუოსა და სატყებუჩაოში – გარე-განათების მოწყობა და შიდა საუბნო გზების მოხრეშვა-მოშანდაკება; სოფელ სატყებუჩაოში, ასევე – 4 მილხიდისა და ერთ-ერთ მილხიდზე სათავისების მოწყობა; სოფელ ეწერში – ცხაურის მოწყობა.
საქართველოს მთავრობის განკარგულების შესაბამისად, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის 738 000 ლარი გამოიყო.
პროგრამის ფარგლებში, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, 62 პროექტი განხორციელდა.
18 მარტიდან, მუნიციპალიტეტის 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, ,,სოფლის მხარდაჭერა – 2022-ის“ ფარგლებში, მოსახლეობის საერთო კრებები გაიმართება და დასაფინანსებელი პროექტები, მოსახლეობასთან კონსულტაციებითა და საერთო კრებებზე მიღებული გადაწყვეტილებებით შეირჩევა.




