ფოთში, ელექტრო ენერგიის მითვისების ფაქტზე გახარიას პარტიის აქტიური წევრი გამოავლინეს

ფოთის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ელექტრო ენერგიის მითვისების ფაქტზე გახარიას პარტიის აქტიური წევრი და თვითმმართველობის არჩევნებზე ამავე პარტიის სიის მე-6 ნომერი მინიდა ბარამია გამოავლინა.
ბარამია ფოთში აჭარის ქუჩა 17-ში გარე-განათების ბოძიდან ელექტრო ენერგიას არაკანონიერი დაერთების მეშვეობით იპარავდა და საკუთარ სახლში მოიხმარდა. მერიამ დარღვევის აღმოჩენის შემდეგ სამართალდამცავებს მიმართა.
ზედამხედველობის სამსხურმა მონიტორინგი აჭარის ქუჩაზე მდებარე გარეგანათების მრიცხველზე ბოლო თვეების განმავლობაში ელექტრო ენერგიის განსაკუთრებულად მაღალი დანახარჯის გამო ჩაატარა – რა დროსაც კანონდარღვევა აღმოაჩინა. გახარიას პარტიის წევრი მომხდარს არ უარყოფს.
არსებობს ეჭვი რომ მინდია ბარამია ელექტრო ენერგიას საკუთარი კომპანიისთვისაც იპარავდა. ის წლებია სამეწარმეო საქმიანობას ეწევა, ელექტრო ენერგიის დაერთების მოთხოვნით კი ენერგოკომპანიას ორი დღის წინ, მას შემდეგ მიმართა რაც მის სახლში ელექტროე ენერგიის მოპარვის ფაქტი ზედამხედველობის სამსახურმა გამოააშკარავა.




