,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ ნოსირის ადმინისტრაციულ ერთეულში

სენაკის მუნიციპალიტეტის ნოსირის ადმინისტრაციული ერთეულისთვის, „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, 68 000 ლარი გამოიყო.
სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხა მოსახლეობის სასურველი პროექტების განხორციელებას მოხმარდა:
სოფელ შუა ნოსირში მოეწყო გარე განათების სისტემა, რესტავრირდა მემორიალი, შემოიღობა საბავშვო ბაღის ტერიტორია და მოეწყო საჩრდილობელი; გარე განათების სისტემა დამონტაჟდა ასევე ნოსირში, საოდიშარიოსა და საკილასონიოში; საოდიშარიოსა და სასიმონიოს უბნებში დასრულდა სანიაღვრე ქსელის მოწყობის სამუშაოები;
საოდიშარიოს უბანში ასევე რეაბილიტირდა ხიდი; საბესელიოს უბანში – მინი სპორტული მოედანი; სასოლომონიოს უბანში მოეწყო მილხიდი. ხელისუფლების მიერ დანერგილი ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ არის საუკეთესო საშუალება იმისათვის, რომ მოსახლეობის საჭიროებებსა თუ პრობლემებზე რეაგირება დროულად მოხდეს და თითოეული პროექტი მოქალაქეებზე იყოს გათვლილი.




