წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები აქტიურად გრძელდება. მიმდინარე სამუშაოებს სამეგრელოს ქუჩაზე მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა ზარქუა, მერიის ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი ჯემალ კვარაცხელია და მერის წარმომადგენელი ქალაქ წალენჯიხაში გიორგი ჯინჯოლავა ადგილზე გაეცნენ.
სამეგრელოს ქუჩის პირველი და მეორე შესახვევის გზის რეაბილიტაციის პირველი ეტაპი დასრულებულია და მიმდინარეობს სანიაღვრე არხების მოწყობა. მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული მოსახლეობის აზრი,რათა წყალუხვობისას წყალსაწრეტი არხებიდან არ მოხდეს ტერიტორიების დატბორვა.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს საგზაო ასრულებს. მონიტორინგი სამუშაოებზე ყოველდღიურად გაგრძელდება.






