წალენჯიხაში მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მერის სათათბირო ორგანოს – სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა. მრჩეველთა საბჭო დამტკიცდა საქართველოს ორგანული კანონის „ ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“-ს 54-ე მუხლის პირველი პუნქტის „ე,ე“ და „ე.ვ.“ ქვეპუნქტების, 61-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, 86 მუხლის, „საქართველოს ზოგადადმინისტრაციული კოდექსი“-ს 52-ე, 53-ე, 54-ე და 61-ე მუხლების შესაბამისად. აღნიშნული საბჭო განახლებული შემადგენლობით მუშაობას შეუდგა.
მრჩეველთა საბჭოს განსახილველად ბიუჯეტის პროექტი წარედგინა, რომელიც ამავდროულად პირად მეილებზე გადაეგზავნათ. როგორც გიორგი ხარჩილავამ განაცხადა, კვირის მანძილზე საბჭო კიდევ ერთხელ შეიკრიბება, რათა მომზადდეს ბიუჯეტის პროექტის კორექტირებული ვერსია და 10 დეკემბრამდე წარუდგინოს საკრებულოს დასამტკიცებლად.





