stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის მერს გამარჯვება მიულოცა

26.11.2021 / 26 ნოემბერი 2021
სალომე ზურაბიშვილმა წალენჯიხის მერს გამარჯვება მიულოცა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, “ნაციონალური მოძრაობის” სახელით გამარჯვებულ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას გამარჯვებას ულოცავს.

“ბატონო გიორგი, გილოცავთ წალენჯიხის მერად არჩევას და თვითმმართველობის ახალი სამუშაო ეტაპის დაწყებას! გისურვებთ წარმატებას საპასუხისმგებლო საქმიანობაში, რაც საზოგადოებასთან, ამომრჩევლებთან, მოქალაქეებთან თანამშრობლობის გარეშე ვერ მიიღწევა.

დღეს საქართველოში მუნიციპალიტეტების კეთილდღეობისა და მრავალდონიანი მმართველობის განვითარებისთვის უკეთესი პირობების შესაქმნელად, არსებითად მნიშვნელოვანია თვითმმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა, განსაკუთრებით კი ისეთი საერთაშორისო ვალდებულებების გათვალისწინებით, როგორებიცაა ევროკავშირთან ასოცირების შესახებ შეთანხმება და ევროპული ქარტია ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ. თვითმმართველობის ეფექტიანობის გაუმჯობესების მიზნით, დიდი მნიშვნელობა აქვს რეგიონის ცხოვრებაში მონაწილე ყველა მხარის კოორდინაციასა და პარტნიორობას, ადგილობრივი და საერთაშორისო პროგრამებით დაფინანსების მექანიზმების გაძლიერებას. ამ მხრივ მნიშვნელოვან ყურადღებას იმსახურებს “სამოქალაქო (მონაწილეობით) ბიუჯეტი”, ასევე ჩართულობის სხვა პროგრამები, რომლებიც ჩვენი უცხოელი პარტნიორებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მხარდაჭერით ინერგება და სულ უფრო პოპულარული ხდება ქვეყანაში.

საყურადღებოა, რომ ადგილობრივი ბიუჯეტებიდან ფინანსური უზრუნველყოფის საფუძველზე, ქვეყნის მასშტაბით მერებისა და საკრებულოების, საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და აქტიური მოქალაქეების ერთობლივი მხარდაჭერით, რიგი მუნიციპალიტეტები უკვე წარმატებით ახორციელებენ მოქალაქეთა ჩართულობის დემოკრატიულ პროგრამებს, რაც შეიძლება სამაგალითო გახდეს სხვა მუნიციპალიტეტებისთვის მომდევნო წლის ადგილობრივი ბიუჯეტის შემუშავების პროცესში.

ჩემთვის, როგორ საქართველოს პრეზიდენტისთვის, რეგიონების განვითარება ერთ-ერთი, მთავარი პრიორიტეტია და მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობ ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეების ჩართულობას, მათ მიერ განხორციელებულ და წამოწყებულ ინიციატივებს. იმედი მაქვს, თქვენი მუნიციპალიტეტი განაორციელებს ჩართულობის ისეთ პროგრამებს, რომლებსაც შეუძლიათ დაეხმარონ და ჩამოაყალიბონ თანამედროვე მოქალაქე, როგორც პარტნიორი მმართველი. დაგეგმილი მაქვს, მომავალი წლის განმავლობაში განვახორციელო შეხვედრები მუნიციპალიტეტებში, მათ შორის, წალენჯიხაში და ადგილზე მოვუსმინო ჩვენს მოსახლეობას, თუ რა სჭირდებათ და როგორი აქტივობებით არიან ჩართული თვითმმართველობის განითარების პროცესში. ყოველი წლის ბოლოს კი, პრეზიდენტის ეგიდით და ინიციატივით შეჯამდება რეგიონებში ჩართულობის აქტივობები და შედეგები მოსახლეობას სამოქალაქო ჩართულობის საპრეზიდენტო ფორუმით ეცნობება.

თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავებისა და რეგიონების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, მზად ვარ, გვერდში დავუდგე თქვენს მუნიციპალიტეტს, საერთასორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს, აქტიურ მოქალაქეებს, რომლებიც მზად იქნებიან ხელი შეუწყონ, დანერგონ და განავითარონ მოსახლეობის ჩართულობის ადგილობრივი პროგრამები. იმედი მაქვს, ერთობლივი ძალისხმევით მივაღწევთ წარმატებას საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე!

წინა პოსტი

ფოთში ვაქცინაციის მსურველთა რაოდენობა გაზრდილია

შემდეგი პოსტი

წალენჯიხის ახლადარჩეულმა მერმა ადგილობრივი თვითმმართველობის განვითარების საკუთარი ხედვა წარადგინა

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

სალომე ზურაბიშვილმა მოსახლეობას ახალი წელი მიულოცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ სალომე ზურაბიშვილს გამარჯვება მიულოცა

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.

ობუჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ჯაღირის მოსახლეობა დღეს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს გიორგი ხარჩილავას შეხვდა. ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.