წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა სამუშაო შეხვედრები გამართა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერმა გიორგი ხარჩილავამ მერიის სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრები გამართა. მოსმენილიქნა სამსახურების მიერ მიმდინარე და გაწეული მუშაობის ანგარიშები.
დღის 11:00 საათზე, იურიდიული განყოფილების უფროსმა ჯემალ ბელქანიამ წარადგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ. 12:00 საათზე, შიდა აუდიტის სამსახურის უფროსმა ბეჟანი შანავამ წარადგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ.
15:00 საათზე ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის განვითარების სამსახურის უფროსმა გელა სალიამ წარმოადგინა ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ და ასევე ისაუბრა მიმდინარე პროექტებზე.
17:00 საათზე კი ანგარიშით წარსდგა შესყიდვების განყოფილების უფროსი დავით სოსელია. მოსმენები გრძელდება.






