ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში გზის რეაბილიტაცია სრულდება

ხობის მუნიციპალიტეტის ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ოხვამეკარში გზის რეაბილიტაცია სრულდება. ინფრასტრუქტურული პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტის და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება.
დაიგება ასფალტ-ბეტონის საფარი და მოეწყობა ეზოებში შესასვლელები. სამუშაოების დასრულების შემდეგ გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.
პროექტის სახელშეკრულებო ღირებულება 291000 ლარს შეადგენს.
გზის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „საგზაო“ აწარმოებს.
მიმდინარე წელს ხეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ წინაგოლაში 3.5-კილომეტრიანი და სოფელ კორცხოში 1.8-კილომეტრიანი გზების რეაბილიტაცია დასრულდა.




