ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა ხვალიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის

ზუგდიდის მეორე საჯარო სკოლა ხვალიდან სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადადის. ამის შესახებ STV NEWS-ს სკოლის დირექტორმა, ნინო ბულიამ განუცხადა.
სკოლის დისტანციურ სწავლებაზე გადასვლის მიზეზად ნინო ბულიამ გავრცელებული COVID ინფექცია დაასახელა. მისი განმარტებით ინფიცირებულია სამი პედაგოგი და ორი სკოლის დამლაგებელი, ასევე 70-მდე სკოლის მოსწავლე რაც იმას ნიშნავს, რომ სკოლა ვალდებულია მიიღოს აღნიშნული გადაწყვეტილება.
“აღნიშნული 8 დღის განმავლობაში სკოლა გადადის მხოლოდ დისტანციური სწავლების რეჟიმზე და ამის შემდეგ ისევ დაუბრუნდებით ჩვეულ სასწავლო პროცესს”-აღნიშნავს სკოლის დირექტორი.




