მებო ნუცუბიძემ რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობაზე უარი განაცხადა

ცოტა ხნის წინ მომღერალმა მებო ნუცუბიძემ საკუთარი ფეისბუქგვერდზე მიმოწერა გაავრცელა, რომელშიც მას რუსულ მუსიკალურ შოუში მონაწილეობას სთავაზობენ. მებოს შეტყობინების ავტორი ტელეარხ Россия 1-ის გადაცემაში, სახელად Ну-ка, все вместе იწვევს.
“ამ საშინელი რუსული შოუდან უკვე მესამედ მწერენ. შარშან და შარშანწინ უბრალოდ დავსინე. წელს კიდევ მომწერეს და უკვე ამოვიდა ყელში”, — წერს მებო ნუცუბიძე.
მებომ გადაწყვიტა, შოუს ორგანიზატორებისთვის ამჯერად წერილობით ეპასუხა. მან შოუს წარმომადგენელს მონაწილეობაზე უარის თქმის მიზეზი დეტალურად ინგლისურ ენაზე აუხსნა.
მებომ ისიც აღნიშნა, რომ შოუს რამდენიმე ეპიზოდს უყურა. მისი თქმით, გადაცემაში ქართველების შესახებ უამრავი სტერეოტიპია, რაც მისთვის ასევე მიუღებელია.
მებო ნუცუბიძის თქმით, წესით, მის უარყოფით პასუხს თავიდანვე უნდა მიმხვდარიყვნენ და ასეთი შემოთავაზება არც უნდა მიეღო.



![ნუცა ბუზალაძემ რუსულ მუსიკალურ პროექტ “НУ КА, ВСЕ ВМЕСТЕ!” -ში იმღერა [ვიდეო]](https://api.stv.ge/uploads/2020/02/ScreenHunter-713.jpg)

