stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

ახალი ამბები

“ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი” – პასუხი მეგის ქარდავას მეუღლეს

24.09.2021 / 24 სექტემბერი 2021
“ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი” – პასუხი მეგის ქარდავას მეუღლეს

„გაუტეხელი” ქმრის წელში გამართული ცოლის სტატუსი ვნახე… უტიფრობის უმაღლესი დონე, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში მწერალი დინა მირცხულავა მეგის ქარდავას მეუღლის განცხადებას.
პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

„(რატომ მიკვირს , ნეტა ?!) თავიდან რაღაცნაირად შევიკავე თავი – ქმარია, შვილის მამა და შევეცდები გავუგო – მეთქი. მაგრამ მერე გაგება გადავიფიქრე. და რატომ… აი, ხომ გაუგია, წაუკითხავს მაინც სადმე, რა (შეგნებულად – “რა”) ჰყავს ქმრად, ყველაფერი თუ არა, ერთი ადამიანის უბედურება ხომ მაინც აქვს მოსმენილი ?! აქვს. მეტ -ნაკლებად იცის კიდეც. ქველმოქმედება ხომ არ იყო მარჯვენას არ სცოდნოდა, მარცხენა რას აკეთებდა ?! და მაინც “გაუტეხელი” ქმრის წელგამართული და ბედნიერი ცოლია.

უყვარს ალბათ (მშვიდობაში მოახმაროს !) და ეგმირება, მაგრამ თავისთვის ჩუმად რომ იამაყოს და ჩუმად რომ გამართოს ის კუზიანი წელი, ვერა ხომ ?!

უნდა გაგვაღიზიანოს, უნდა გამოგვიწვიოს, უნდა შეგვშალოს… გამარჯობა, სოფო! ჩემი გვარ – სახელი არაფერს გეუბნება ალბათ. სამაგიეროდ, მე შემიძლია, მოგიყვე შენი ქმრის “საქმენი საგმირონი”… ხუთი თვის პატარა გვყავს, ნანატრი შვილი- შეგვეცოდა, ვერ გავიმეტეთ და ძიძა არ ავუყვანეთ. დილიდან გამოსული ვარ, ასე სჭირდება ჩემს საქმეს და ჩემი ქმარი მწერს – რთულია, ვეღარ ვიმორჩილებ, მძიმეა, ბევრს მოძრაობს,ეს თითებიც რომ არ მივარგა და ხელს როგორც მინდა, ისე რომ ვერ ვხმარობ…

რა შუაშია და შენმა “გაუტეხელმა” ქმარმა წაართვა ის ბედნიერება, მამები რომ შვილებს ააგდებენ მაღლა, სულ უფრო მაღლა და ჰაერში იჭერენ მერე… იმისათვის რომ შენ დღეს წელგამართული და ამაყი ყოფილიყავი, ჩემმა ქმარმა ისწავლა მარცხენა ხელით წერა, მარცხენა ხელით ჭამა, უარი თქვა საჭის მართვაზე და სამუდამოდ დაემშვიდობა -ნადირობას – მის დიდ გატაცებას.

იმისათვის რომ შენ დღეს ამაყი ყოფილიყავი – ჩემს ქმარს საფრანგეთში ჩაუტარდა ორი ოპერაცია და ექვსთვიანი თერაპიის კურსი დაენიშნა ყოველდღიურად, წარმოგიდგენია ?!

ყოველდღე წვიმასა თუ ქარში, თოვლსა და ქარბუქში დადიოდა დღეში სამი საათი, ხან ფეხით და ხან ტრანსპორტით, სოფელში ვცხოვრობდით მაშინ…და რა გადავიტანეთ, კაცმა არ იცის.

მაგრამ თითები ვერ აღუდგინეს, ექიმმა დანანებით გვითხრა, რომ ოპერაცისას მხოლოდ “უცხო სხეულებისაგან“გავათავისუფლეთო… ალბათ ხვდები, “უცხო სხეულებში” რა იგულისხმება.

იმ ხუთი ტყვიის უცხო სხეულებს დღესაც დაატარებს ჩემი ქმარი. და როგორც კი დადგება სექტემბერი და შემოდგომის სუსხი დაიწყება, ჩემი ქმარი შავ ხელთათმანს იკეთებს ხელზე და გვიან გაზაფხულამდე არ იხსნის, იმიტომ რომ სიცივეზე აუტანელი ტკივილები ეწყება. მერე ამ შავი ხელთათმანით ხშირად ვხვდებით გაუგებრობაში მაღაზიასა თუ აფთიაქში, ტრანსპორტსა თუ საავადმყოფოში…

და ეს ყველაფერი, გადატანილთაგან მცირედი, მხოლოდ და მხოლოდ შენი “გაუტეხელი” ქმრის გამო და იმიტომ რომ შენ დღეს წელგამართული იყო.

ჩემი და შენი ქმარი იქეთ იყოს… უფრო სწორად, შენი ქმარი იყოს იქეთ და ჩემი – ჩემთან და უახლესი ისტორიიდან ერთადერთი გაუტეხელი კაცი ვიცი მე – მერაბ კოსტავა. სირცხვილია. წერტილი,“- წერს დინა მირცხულავა.

დინა მირცხულავას მეუღლე, ბერდია ფიცხელაური ე.წ. „ციხის ბუნტის“ დროს დაზარალებულია.

წინა პოსტი

მდინარე ნოღელა ადიდდა – 30-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული და ეზო დატბორა

შემდეგი პოსტი

ძლიერმა ქარმა ხობში ადგილობრივი მოსახლეობა დააზარალა (ფოტორეპორტაჟი)

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

“წელგამართული ვარ და ამაყი, რომ ასეთი ქმარი მყავს” -მეგის ქარდავას ცოლის აღსარება

“წელგამართული ვარ და ამაყი, რომ ასეთი ქმარი მყავს” -მეგის ქარდავას ცოლის აღსარება

მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]

მედიაჯგუფი ზუგდიდში მეგის ქარდავას მანქანით გადაადგილდება [ფოტო]

“ქარდავას ყ… ვერ მოჭამონ”-თეა თუთბერიძე მეგის ქარდავაზე

“ქარდავას ყ… ვერ მოჭამონ”-თეა თუთბერიძე მეგის ქარდავაზე