იზორიების მიმართ წაყენებული ბრალდებები არ დასტურდება

“ვინც მიცნობს, ყველამ იცის, რომ არანაირი გავლენა არ მაქვს. ვარ სამსახურში. ვასრულებ ჩემს უფლება-მოვალეობებს, როგორც წესი და რიგია. ჩემი გავლენა არასდროს არსად არ გამოყენებულა. მამაჩემს თავისი ცხოვრება აქვს, მე ჩემი ოჯახი მაქვს. არაფერ შუაში არ არის აქ მამაჩემი”- ამბობს ჟურნალისტებთან საუბარში ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსი თორნიკე იზორია.
თორნიკე იზორიას ბრალი 126-ე, ძალადობის და 151-ე მუხლის პირველი ნაწილით ედება, რაც მუქარას გულისხმობს.
ჩვენს მიერ დაზუსტებული ინფორმაციით, დაზარალებულის მხარის მოწმეები არიან მისი ოჯახის წევრები ანუ აშკარად დაინტერესებული პირები: დედა,შვილები და დისშვილები. საინტერესოა, რომ აღნიშნულ საქმეზე მოწმის სახით დაკითხული ლიანა გაბისკირია წარსულში ნასამართლევია ადამიანის ტრეფიკინგის მუხლით, ლიანა გაბისკირია დაზარალებული ლალი გოგოხიას დედაა.
დაზარალებულად ცნობილი ლალი გოგოხია ფოთის საპატრულო პოლიციის უფროსს, თორნიკე იზორიას ედავება 2019 წლის 16 სექტემბერს თითქოსდა ჩადენილ დანაშაულს, თუმცა დაზარალებულმა ლალი გოგოხიამ სამართალდამცავ ორგანოებს მიმართა 2021 წლის ივნისში.
თუ რატომ არ მიმართა მოქალაქე ლალი გოგოხიამ სამართალდამცავებს სავარაუდო დანაშაულის ჩადენიდან რამდენიმე დღეში და რატომ დასაჭირდა მას 2 წელი იმისთვის, რომ მიემართა სამართალდამცავი ორგანოებისთვის ჩვენთვის უცნობია. თუმცა გვაქვს გონივრული ეჭვი საჩივრის შეტანის საფუძველი და მოტივი არის თორნიკე იზორიას მხრიდან უარი ლალი გოგოხიასთან მეგობრული ურთიერთობის გაგრძელებაზე.
ჩვენი ინფორმაციით ისინი წლები მეგობრობდნენ და მათი მეგობრული ურთიერთობა მას შემდეგ დასრულდა, რაც 2020 წლის დასაწყისში თორნიკე იზორიამ გაწყვიტა მასთან ურთიერთობა. სწორედ ეს გახდა გოგოხიას მხრიდან სმართალდამცავი უწყებებისადმი მიმართვის საფუძველი.
მსგავსი სიახლეები

მამუკა მდინარაძე: როგორი უარყოფითი განწყობაც არ უნდა გქონდეს შენი ქვეყნის თუ სახელისუფლებო გუნდის მიმართ, არ უნდა აკადრო საკუთარ ქვეყანას, რომ მის პირველ პირს ვინმე სადმე იბარებს

ეკონომიკის სამინისტრო: ჩინური კონსორციუმის მიმართ საერთაშორისო სანქციები არ ვრცელდება


