სვანეთში დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს

სვანეთში დაკარგული ალპინისტი მამა-შვილის ცხედრები იპოვეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების სამსახურში ოფიციალურად ადასტურებენ.
მოლდოვის მოქალაქეებს უშბაზე 11 დღე ეძებდნენ. მწვერვალზე ლაშქრობისთვის წასული მოლდოველი ალპინისტები 28 აგვისტოს შემდეგ არ გამოჩენილან.
ტურისტების ძებნის ოპერაციაში ცართულები იყვნენ მაშველები, ვერტმფრენის გამოყება კი ცუდი ხილვადობის გამო ვერ ხერხდებოდა.




