სენაკში ,,ფაიზერით” ვაქცინაცია ხელმისაწვდომია

მასობრივი ვაქცინაციის პროცესი სენაკის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება. ნებისმიერ მსურველს აქვს შესაძლებლობა, „არქიმედეს კლინიკაში“ ფაიზერის ვაქცინით აიცრას.
ვიზიტის დაჯავშნა შესაძლებელია ელექტრონულ პორტალზე booking.moh.gov.ge. ასევე ვირტუალურ კაბინეტში, ადგილზე რეგისტრაციის საფუძველზე.
დღეს, კოვიდინფიცირებული პატიენტების გეგმიური ამბულატორიული მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, „არქიმედეს კლინიკის” ტერიტორიაზე კარავი განთავსდა.
სენაკში იმუნიზაცია ასევე შესაძლებელია ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში.
ამ ეტაპზე, ვაქცინაცია ჩატარებულია თეკლათის, მენჯის, ეკის, ლეძაძამეს, ხორშის, ძველი სენაკისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში.




