ყოფილი გუბერნატორი და ყოფილი ვიცე მერი საარჩევნო სიის თავში -როგორ გამოიყურება გახარიას სია ზუგდიდში?

სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი მალხაზ თორია, რომელმაც თანამდებობა მაისის ბოლოს დატოვა და გახარიას გუნდს შეუერთდა ზუგდიდის საკრებულოს პროპორციული სიის მეორე ნომერია. გახარიას პროპორციულ სიაში მალხაზ თორიამდე ზუგდიდის ყოფილი მერის გიორგი შენგელიას ყოფილი მოადგილე გიგა ფარულავა იკავებს.
პარტია „საქართველოსთვის“ ინფორმირებული წყარო გვიყვება, რომ სიის პირველ ნომრად ყოფნა მალხაზ თორიას სურდა, თუმცა მის კანდიდატურას, ზუგდიდის ყოფილი მერი გიორგი შენგელია ეწინააღმდეგებოდა. შენგელიას ზურგს პარლამენტის წევრი ალექსანდრე მოწერელია უმაგრებდა. სწორედ მან თქვა საბოლოო დასტური სიის გიორგი გახარიასთვის წარდგენამდე.
მალხაზ თორია ხელმძღვანელ თანამდებობაზე სულ ორჯერ მუშაობდა, პირველად ის 2020 წელს რეგიონის სუს-ის უფროსად დაინიშნა, თუმცა მალევე რამდენიმე თვეში „შატო ბრუალეში“ რეგიონის მერებთან ფიზიკური დაპირისპირების გამო გაათავისუფლეს. მეორედ ხელმძღვანელ თანამდებობაზე მალხაზ თორია 2021 წლის თებერვალში დაინიშნა, თუმცა ის ყველაზე მოკლევადიანი, სამთვიანი გუბერნატორი აღმოჩნდა. სწორედ წარუმატებელი პირველი ადგილობა გახდა მიზეზი იმისა, რომ მალხაზ თორია გიორგი გახარიას პროპორციული სიის პირველი ნომერი არ არის.
გიორგი გახარიას პარტიის ზუგდიდის საკრებულოს პროპორციული სია კი ასე გამოიყურება:




