ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ქალაქ ხობში ცენტრალური პარკის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ინფრასტრუქტურული პროექტის ღირებულება 3 800 665 ლარია.პროექტი სახელმწიფო პროგრამის – „განახლებული რეგიონები“ ფარგლებში ხორციელდება.
პარკის რეაბილიტაციის პროცესს ხობის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქაჯაია და მერის მოადგილე მახარე ჩოკორაია გაეცნენ. პროექტის შესაბამისად მოეწყობა საბავშვო ატრაქციონი, სანიაღვრე სისტემა, ველობილიკი, სტადიონი, სავარჯიშო ტრენაჟორები, დეკორატიული სკამები, განათება, ღობე, „წყლის სოკოები“, მდინარის სანაპიროზე ჩასასვლელი კიბეები, საფეხმავლო ბილიკები და დაიგება ფილები.
სამუშაოზე ოცი ადგილობრივია დასაქმებული. სამუშაოებს ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,არბა“ ახორციელებს.





