კორონავირუსის პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, სენაკში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს, ჩვენი დროის გლობალურ გამოწვევასთან, კორონავირუსის პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი ანა ჭიჭაღუა, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მენეჯერი ნანა ჯიჯიხია, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ადმინისტრაციულ ერთეულებში საქმიანობის კოორდინაციის განყოფილებისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდნენ.
შეხვედრაზე იმსჯელეს ქალაქის უბნებსა და ადმინისტრაციული ერთეულების ამბულატორიებში, გამსვლელი მობილური ბრიგადების დახმარებით, ადგილებზე მოსახლეობის ვაქცინაციის ჩატარების სამზადისის შესახებ.
სამუშაო შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო ასაცრელი მოსახლეობის ტრანსპორტით უზრუნველყოფის, ამ საქმეში მერის წარმოადგენლების აქტიური ჩართულობის საკითხებს.
აღინიშნა, რომ ვაქცინაციის პროცესმა ოპერატიულად და დროულად უნდა მოიცვას ადმინისტრაციული ერთეულები, რადგან ვაქცინაცია ვირუსისგან დაცვის ეფექტური, უსაფრთხო და უალტერნატივო საშუალებაა.




