სამეგრელოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

სამეგრელოში მოქმედი მედიასაშუალებების წარმომადგენლებმა საპროტესტო აქცია გამართეს. რეგიონში მოქმედი ჟურნალისტები ზუგდიდის ცენტრში შეიკრიბნენ და ძალოვან უწყებებს “ტელეკომპანია პირველის” ოპერატორის ლექსო ლაშქარავას გარდაცვალების საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებისკენ მოუწოდეს.
მედიის წარმომადგენლებმა ასევე პროტესტი 5 ივლისს თბილისში განვითარებულ მოვლენებზე გამოხატეს.
“ტელეკომპანია პირველის” ოპერატორი 5 ივლისს ერთ-ერთი იყო, ვისაც ძალადობრივ ჯგუფების წარმომადგენლები ფიზიკურად სასტიკად გაუსწორდნენ.
ლექსო ლაშქარავა დღეს დილით საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი დედამ იპოვა.




