ენგურის გადაცურვისას დაღუპული ორი მოქალაქის ცხედარს ოკუპირებულ აფხაზეთში დღეს გადაასვენებენ

ენგურის გადაცურვისას დაღუპული ორი მოქალაქის ცხედარს ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე დღეს, დღის მეორე ნახევარში გადაასვენებენ. როგორც გარდაცვლილის ნათესავებმა განაცხადეს, ტრაგედიაზე პასუხისმგებლობა ეკისრება როგორც აფხაზე მხარეს, ისე ქართულ მხარეს.
მათი თქმით, რომ არა 5 დღიანი კარანტინი მოქალაქეები იძულებულბი არ იქნებოდნენ ე.წ. შემოვლითი გზით გადმოსულიყვნენ ქართული მხარის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.
გუშინწინ, მდინარე ენგურზე ოთხი მოქალაქის ცხედარი იპოვეს. მათგან სამი გალის სოფელ წარჩეს, ერთი კი ჭუბურხინჯის მცხოვრებია. ნათესავების ინფორმაციით, დაღუპულები ზუგდიდში პროდუქტების საყიდლად ცდილობდნენ გადმოსვლას. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე და 115-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონოდ აღკვეთას და თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.


![აფხაზეთში დაღუპული ბავშვების მერხები დღეს [ფოტო]](https://api.stv.ge/uploads/2025/01/dac3440d-a170-443b-96cd-644887329ce5-960x540.jpeg)

