მარტვილის მონასტერში აქციის მონაწილე დედაოები არ შეუშვეს

ჭყონდიდის მიტროპოლიტის მეუფე სტეფანეს კურთხევით, მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის დედებს ახალი ხელდასმული წინამძღვარი ნატალია კერესელიძე მონასტერში არ უშვებს. დედაოები ამ წუთებში მონასტრის გარე ტერიტორიაზე იმყოფებიან. ისინი თბილისში საპატრიარქოს წინ გამართული აქციიდან დაბრუნდნენ მარტვილში.
შეგახსენებთ,დღეს საპატრიარქოსთან გამართულ აქვიაზე იმყოფებოდა მრევლი ჭყონფიდიდან,ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა და დედა სოსანა წმინდა ნინოს ტაძრის წინამძღვარი მარტვილში. ისინი ითხოვდნენ პატრიარქთან შეხვედრას და აქციებს აანონსებენ. ამ ფაქტს გამოეხმაურა ეპარქიის ყოფილი იღუმენი თამარ გამყრელიძე.
“უღმერთო მიტ. სტეფანეს კურთხევით, მარტვილის წმ. ნინოს მონასტრის დედებს ახალი, უკანონოდ დადგენილი წინამძღვარი არ უშვებს მონასტერში და ქუჩაში ტოვებს კომენდატის საათის მიუხედავად! მარტვილელებო როდემდე უნდა აიტანოთ ეს უსამართლობა?!”,-წერს იგი.
ცნობისთვის, მიტროპოლიტმა სტეფანემ დედა სოსანა წინამძღვრობიდან რამდენიმე დღის წინ გადააყენა.




