ზუგდიდში გახარიას ახალი პარტიის პრეზენტაცია არ იგეგმება

ყოფილი პრემიერი გიორგი გახარია სამეგრელოში, კერძოდ კი ზუგდიდში ახალი პარტიის პრეზენტაციას ხვალ არ აპირებს. ამის შესახებ STV NEWS-ს ყოფილი პრემიერის გარემოცვიდან საკუთარმა წყარომ უთხრა.
მისი განმარტებით შესაძლებელია ის ზუგდიდში ჩამოვიდეს და პატივი მიაგოს საქართველოს პირველი პრეზიდენტის ხსოვნას, თუმცა პარტიის პრეზენტაციაზე გავრცელებული ამბები უბრალოდ ჭორია.
“ჭორია თითქოს გიორგი გახარია ხვალ ახალი პარტიის პრეზენტაციას ზუგდიდში აპირებს. შეიქმნა ფეიკ ექაუნთები და ჯგუფები სოციალურ ქსელში, რომლებიც მიზანიმართულად ავრცელებენ ჭორებს გახარიას ახალი პარტიის რეზენტაციის შესახებ. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ეს არის სიცრუე” -აცხადებს STV NEWS-ის წყარო.




