ზუგდიდის მერია: გიგა ფარულავა პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან

ზუგდიდის მერიაში ვიცე-მერის წასვლაზე მცირე კომენტარით შემოიფარგლებიან. საზოგაოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ მან თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა და წასვლის მიზეზებზე სხვა არაფერი იციან.
“ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გიგა ფარულავა პირადი განცხადების საფუძველზე გადადგა დაკავებული თანამდებობიდან. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ისეთი კომპეტენტური და საიმედო კადრის წასვლა, როგორიც გიგა ფარულავაა დიდი დანაკლისია. ჩვენ პატივს ვცემთ მის გადაწყვეტილებას და წარმატებებს ვუსრვებთ”-აცხადებენ მერიაში.




