წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე სენაკში

დღეს, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, დასუფთავების კამპანიაში „ლურჯი ნაკადული”, სენაკის მუნიციპალიტეტიც ჩაერთო.
დასუფთავდა რამდენიმე ლოკაცია: მდინარე ტეხურის სანაპირო – ახალსოფლისა და ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულებში, ბუნებრივი წყაროს მიმდებარე ტერიტორია – მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში და თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის მონაკვეთი – ნოსირისა და თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულებში.
დასუფთავების აქციაში სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია, ადგილობრივი თვითმმართველობის, საზოგადოებრივი მომსახურების ცენტრის წარმომადგენლებთან და ეკო-კლუბის წევრებთან ერთად, ჩაერთო.
გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის გადაწყვეტილებით, წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე 1993 წლიდან აღინიშნება.
ყოველწლიურად, 22 მარტს, „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველო“ კამპანია „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტების ჩართულობით, გარემოსდაცვით აქტივობებებს მართავენ.



