სენაკის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია დაიწყო

დღეს, სენაკის მუნიციპალიტეტში COVID19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ამბულატორიულ-პოლიკლინიკურ გაერთიანებაში დაიწყო.
პირველი, ვინც კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა, შპს ,,სენაკის მუნიციპალიტეტის ამბულატორიულ-პოლიკლინიკური გაერთიანების დირექტორი, მურმან ბოჯგუაა.
სენაკმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის პირველი 360 დოზა მიიღო.
სენაკის მუნიციპალიტეტში პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები აიცრებიან.
სამედიცინო პერსონალის ვაქცინაციის მიმდინარეობის პროცესს სენაკის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გრიგოლ ბაღათურია და მერის მოადგილე კახაბერ კუპრეიშვილი გაეცნენ.




