საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი სენაკში

სენაკის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის განახლების პროცესი უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება. ხორშის ადმინისტრაციული ერთეულის საგუგუნავოს უბანში, ხიდამდე მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს ბეტონის საფარის მოწყობის სამუშაოები.
პროექტის ღირებულება 83 887 ლარს შეადგენს.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს ,,აფო“ აწარმოებს.
ასევე იგეგმება – დემეტრე თავდადებულის, ბელიაშვილის, ნაფეტვარიძის ქუჩების; სახოკიას ქუჩიდან შხეფის ციხემდე მისასვლელი გზის და მოედნის ასფალტო-ბეტონის საფარით მოწყობა; კანკიას ქუჩის პირველი შესახვევის რეაბილიტაცია; ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრის კეთილმოწყობა და საბავშვო ბაღამდე გზის ასფალტირება; თეკლათის ადმინისტრაციულ ერთეულში, რკინიგზის გასწვრივ საავტომობილო გზის ასფალტირება; ნოქალაქევის ადმინისტრაციულ ერთეულში, სასაფლაოსთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია; ძველი სენაკის ადმინისტრაციული ერთეულის ზემო სორტის უბნის ქვედა მხარის გზის რეაბილიტაცია; სოფელ მეორე ნოსირის საბარკალაიოს უბნის გზის ასფალტირება; თეკლათის ადმინისტრაციული ერთეულიდან მენჯის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ბათარიასკენ მიმავალი გზის ასფალტირება; ჭავჭავაძის ქუჩაზე, სამხატვრო გალერეადან ხორავას ქუჩამდე მისასვლელი გზის და ხორავას ქუჩის რეაბილიტაცია; მენჯის ადმინისტრაციულ ერთეულში, მენჯი-სახარბედიოს დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია და მოსახლეობის საჭიროებაზე მორგებული სხვა მნიშვნელოვანი პროექტების განხორციელება.




