ფოთში, საკუთარ მანქანაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს

ფოთში, ნაბადის უბანთან არსებულ შსს-ს მომსახურების სააგენტოსთან რამდენიმე წუთის წინ საკუთარ ავტომანქანაში ახალგაზრდა მამაკაცი ჩაცხრილეს.
შემთხვევა მაშინ მოხდა, როცა მსხვერპლი შვილთან ერთად მომსახურების სააგენტოში მივიდა. თვითმხილველების თქმით, ახალგაზრდა მამაკაცი მანქანაში დარჩა, ხოლო მისი შვილი სააგენტოს შენობაში შევიდა. ამ დროს მოხდა მასზე შეიარაღებული თავდასხმა.
ამ წუთებში ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები მუშაობენ.




