უბედური შემთხვევა ზუგდიდში – დევნილთა საცხოვრებელს ცეცხლი გაუჩნდა, გარდაცვლილია ერთი ადამიანი

რამდენიმე წუთის წინ უბედური შემთხვევა მოხდა ზუგდიდში. ბარამიას ქუჩაზე, იქ სადაც აფხაზეთიდან დევნილი ოჯახები არიან ჩასახლებული, ცეცხლი გაუჩნდა ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს.
ძლიერი დაკვამლიანების შედეგად ერთი ადამიანი, 43 წლის მამაკაცი გარდაიცვალა. ამ წუთებში, შემთხვევის ადგილზე მობილიზებულია სამაშველო ჯგუფები და სასწრაფო დახმარების ბრიგადები. ადგილზე არიან სამართალდამცავებიც.
როგორც ადგილობრივები საუბრობენ, ხანძრის გაჩენის ორი ვერსია არსებობს, რომლის თანახმადაც ცეცხლი სიგარეტს გაუჩნდა ან ელექტროღუმელს. გავრცელებული ვერსია, თითქოს გაზი აფეთქდა, სიმართლეს არ შეესაბამება.




