სამეგრელოში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზება ამ დრომდე გრძელდება

- სამეგრელოში გაჩენილი ხანძრის კერების ლოკალიზება ამ დრომდე გრძელდება. ცეცხლი ეკალ-ბარდებს უკიდია. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველთა ბრიგადები,თუმცა სამუშაოებს ძლიერი ქარი აფერხებს.
ამ ეტაპზე ცეცხლის მოსახლეობამდე გავრცელების საშიშიროება არ არსებობს. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურია ინფორმაციით, გასული დღე-ღამის განმავლობაში სამეგრელოში 77 კერიდან 75 სრულად ლიკვიდირებულია.




