stv-logostv-logo
თბილისი ...ზუგდიდი ...ფოთი ...სენაკი ...მარტვილი ...ხობი ...აბაშა ...ჩხოროწყუ ...წალენჯიხა ...მესტია ...სოხუმი ...გალი ...ოჩამჩირე ...გაგრა ...
USDUSD ... $EUREUR ... €GBPGBP ... £RUBRUB ... ₽TRYTRY ... ₺

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram
მთავარი
სიახლეები
ამბები სამეგრელოდან
ამბები აფხაზეთიდან
ამბები სვანეთიდან
პოლიტიკა
ეკონომიკა

ბოლო ჩანაწერები

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

ილია მეორის აღსაყდრებიდან 48 წელი შესრულდა

24 დეკემბერი

კატეგორიები

ამბები აფხაზეთიდან

113

ამბები სამეგრელოდან

1270

ამბები სვანეთიდან

75

არჩევნები

354

ახალი ამბები

4000

ბლიც ინტერვიუ

6

გალერეა

1

დღის ამბები

2103

დღის ფოტო

73

ეკონომიკა

103

ექსკლუზივი

197

ვიდეო

41

ვიდეო ამბები

58

ინტერვიუ

2

ისტორიული ამბები

17

კატეგორიის გარეშე

84

კომენტარი

35

კონფლიქტი

109

კრიმინალი

114

კულინარია

7

კულტურა

304

მთავარი ამბები

2029

მთელი კვირა

1

მსოფლიო

122

პოლიტიკა

883

ჟურნალისტი მოქალაქე

1

რეგიონი

4744

რეკლამა

696

საზოგადოება

140

სამართალი

153

სპორტი

210

სტატიის გამოქვეყნების წესები

1

სტიქია

73

სხვა ამბები

84

სხვა ისტორია

8

ფოტო

5

ფოტორეპორტაჟი

25

ყვითელი

43

ყვითელი ამბები

7

შემთხვევა

149

წარმატების ისტორია

8

ხალხის ხმა

2

ჯანდაცვა

8

დღის ამბები

ფოთის მერი: „მინდა მადლობა გადავუხადო საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ბატონ ირაკლი კობახიძეს, დამატებით გამოყოფილი ფინანსური რესურსებისთვის, რომელმაც შესაძლებლობა მოგვცა განგვეხორციელებინა მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტები“

ხობის კულტურის სასახლეში სპექტაკლის პრემიერა გაიმართა

რუხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში არითმოლოგიის მაღატექნოლოგიური სევისი ამოქმედდა

სამინისტრო: ექსპორტირებულია 23.8 მლნ აშშ დოლარის ღირებულების 5.7 ათასი ტონა დაფნის ფოთოლი

სამინისტრო: 20 ათას ტონაზე მეტი ციტრუსი ექსპორტირებულია

STV Logo

საინფორმაციო სააგენტო STV მკითხველს სთავაზობს ამომწურავ და მიუკერძოებელ ინფორმაციას სამეგრელოსა და აფხაზეთის რეგიონებში განვითარებული ფაქტებისა და მოვლენების შესახებ. ვაშუქებთ ყველა ამბავს რომელიც დაკავშირებულია ამ ორ რეგიონთან. ჩვენი გუნდის მთავარი პრინციპებია: სიზუსტე, ოპერატიულობა, დაბალანსებული და ობიექტური ინფორმაციის მიწოდება მკითხთხველისთვის.

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

შეტყობინების გაგზავნა

© 2025 STV.GE. All rights reserved.

რეგიონი

გიორგი შენგელია – 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის და რაც მთავარია პანდემიის შეკავების წელი

31.12.2020 / 31 დეკემბერი 2020
გიორგი შენგელია – 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის და რაც მთავარია პანდემიის შეკავების წელი
  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი გიორგი შენგელია საახალწლო მილოცვაში 2020 წელს აჯამებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად პანდემიისა 2020 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით წარმატებული წელი იყო, მისი თქმით 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის და რაც მთავარია პანდემიის შეკავების წელი.

მერი მადლობას უხდის თითოეულ იმ მოქალქეს, რომლებიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყოველდღიურად იბრძვის.

,,2020 წელს მსოფლიო და მათ შორის საქართველო, უდიდესი გამოწვევის წინაშე დადგა. მჯერა, შევძლებთ, რომ პანდემიის დასრულებისთვის იმ ქვეყნების რიცხვში ვიქნებით, რომლებიც ყველაზე ნაკლები დანაკარგებით გაუმკლავდნენ ამ უხილავ მტერს. ამ საქმეში ხელისუფლების მთავარი მოკავშირე არის ხალხი. მადლობა მინდა გადავუხადო თითოეულ ჩემს თანამოქალაქეს, ყველას, ვინც კორონავირუსის გავრცელების პრევენციისთვის ყოველდღიურად იბრძვის. განსაკუთრებით მადლობა, ჩვენს ექიმებს, რომლებიც ასე აქტიურად არიან ჩართული Covid 19-თან ბრძოლაში. მიუხედავად პანდემიისა, 2020 წელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტისთვის ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებით წარმატებული წელი იყო.

ზუგდიდში მოეწყო საგზაო ინფრასტრუქტურა. ბოლო ერთი წლის განმავლობაში 70-ზე მეტი ქუჩა რეაბილიტირდა. ამდენი გზა ზუგდიდში არცერთი ხელისუფლების პირობებში არ გაკეთებულა. მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვანია მოქალაქეების კომნფორტული გადაადგილებისთვის. ეს პროცესი 2021 წელს აქტიურად გაგრძელდება. გადმოგვეცა ახალი, თანამედროვე სტანდარტების ავტობუსები, რომლებიც მოემსახურებიან, როგორც ქალაქს, ასევე ადმინისტრაციულ ერთეულებს, რაც კომფორტულს გახდის გადაადგილებას ჩვენი მოსახლეობისთვის. ვაშენებთ მუნიციპალური ტრანსპორტის დეპოს, რაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს მომსახურეობის ხარისხს და ჩვენს სატრანსპორტო სისტემას”.

გიორგი შენგელია ყურადღებას ამახვილებს ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემაზე, რომელიც მალე მოგვარდება. ,,ჩვენ შევძელით და ქალაქს წყალმომარაგებისა და წყალარინების ამ დრომდე არარსებული ცენტრალიზებული სისტემა ექნება, სამუშაოების სულ მალე დასრულდება და ადგილობრივ მოსახლეობას ათწლეულების განმავლობაში გადაუჭრელ პრობლემას მოვუგვარებთ. ყველა თანამედროვე სტანდარტის შესაბამისი გამწმენდი ნაგებობა ავაშენეთ, რომელიც ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ეკოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესია. ეს რის ათწლეულებზე გათვლილი პროექტი. გამწმენდი ნაგებობის ამოქმედების შემდეგ, ზუგდიდიელები წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურით ვისარგებლებთ.”

თავის მილოცვაში მერი საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებასა და ახალგაზრდების ხელშეწყობაზეც საუბრობს.

,,ავაშენეთ და რეაბილიტაცია ჩავუტარეთ სკოლებს, ავაშენეთ ანაკლიის საბავშვო ბაღი და ვაშენებთ ლაღიძის ქუჩასა და ჯუმის ადმინისტრაციულ ერთეულში. 2021 წელს ავაშენებთ 4 საბავშვო ბაღს. ასევე ვაშენებთ პროფესიულ სასწავლებელს, ვაფინასნებთ საზღვარგარეთ სწავლას, გვყავს სტიპენდიანტები, ხელს ვუწყობთ წარმატებულ ახალგაზრდებს და მეწარმეებს. ვზრუნავთ სპორტისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე, ამ მიმართულებით მნიშვნელოვანია, რომ ვაშენებთ საფეხბურთო აკადემიის ბაზას და რაგბის სტადიონს”.

გიორგი შენგელიას თქმით მნიშვნელოვანია სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი, რომელსაც მუნიციპალიტეტი ახორციელებს.

,,ზუგდიდში, ვახორციელებთ სამოქალაქო ბიუჯეტის ფარგლებში სხვადასხვა პროექტებს. მნიშვნელოვანია, რომ ზუგდიდელებს მიეცათ შესაძლებლობა, თავიანთი სურვილისამებრ დაეგემათ ის პროექტები, რაც მნიშვნელოვანი იყო მათი ქუჩისა და უბნისთვის.”

2020 წელს მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა დევნილების ხელშეწყობიოს კუთხით, რომელიც 2021 წელსაც გაგრძელდება.

,,360 დევნილ ოჯახს გადავეცით ბინა. 2021 წელს დამატებით კიდევ 600 ბინას გადავცემთ. ასევე, 500 ოჯახს დევნილთა სააგენტო საცხოვრებელ ფართს შეუსყიდის. ეს არის მნიშვნელოვანი ნაბიჯები, მათი პირობების გასაუმჯობესებლად და მათი შვილებისთვის ღირსეული პირობების შესაქმნელად. შემდეგი ნაბიჯი იქნება აფხაზეთში მათთან ერთად დაბრუნება და ერთიან საქართველოში ჩვენი წარმატების ზეიმი, რომელსაც ყველა ველოდებით”.

გიორგი შენგელია პანდემიის პერიოდში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმის მნიშვნელობაზეც საუბრობს.

,,მნიშვნელოვანი იყო კოვიდ 19-ის პერიოდში შემუშავებული ანტიკრიზისული გეგმა, გარდა ცენტრალური ხელისუფლების დახმარების პაკეტებისა ჩვენ ადგილობრივმა ხელისუფლებამ ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე დაწესებული შეზღუდვების პარალელურად, მოქალაქებიის სხვადასხვა ჯგუფზე არაერთი დახმარება გავწიეთ. ამ პროგრამის ფარგლებში დახმარებების გაცემა კვლავ გრძელდება. ჩვენ ევროპულ, დემოკრატიულ პრინციპებზე დაფუძნებულ სახელმწიფოს ვაშენებთ, რომელიც, დარწმუნებული ვარ, ჩენს აფხაზ და ოს ძმებთან ერთად ამ დიდი ოჯახის სრულუფლებიანი წევრი გახდება. მერი მიმართვაში მოქალაქეებს დამდეგ შობა-ახალ წელს ულოცავს და აღნიშნავს, რომ 2021 წელი ეკონომიკური გაძლიერებისა და პანდემიის შეკავების წელი იქნება. მჯერა, რომ 2021 წელი იქნება ეკონომიკური გაძლიერების, მშვიდობის, რაც მთავარია პანდემიის შეკავების წელი. გილოცავთ და მოვუწოდებ ჩვენს თანაქალაქელებს, მოკრძალებულად, ოჯახურ წრეში აღვნიშნოთ ახალი წელი. გავუფრთილდეთ ერთმანეთს და გავითვალისწინოთ რეკომენდაციები”-წერს საახალწლო მილოცვაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერი.

წინა პოსტი

ალექსანდრე გოგინავასა და ლევან რატიანს ქალაქ ფოთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭათ

შემდეგი პოსტი

ზუგდიდში ბაღის აღსაზრდელებისათვის საკვები პროდუქტების გაცემის მეორე ეტაპი დაიწყო

STV Logo
რედაქტორიSTV.GE

Follow us on social media

FacebookTwitterInstagramTikTokYoutubeTelegram

მსგავსი სიახლეები

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველო და ჩინეთი სტრატეგიული პარტნიორები გახდნენ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებაა და ორივე ქვეყნისთვის სასარგებლო იქნება

ჯუმბერ იზორია: მომავალი 4 წელი იქნება ჩხოროწყუს აღმშენებლობის და მეტი განვითარების წელი

ჯუმბერ იზორია: მომავალი 4 წელი იქნება ჩხოროწყუს აღმშენებლობის და მეტი განვითარების წელი

გიორგი შენგელია – მიუღებელია ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა

გიორგი შენგელია – მიუღებელია ის, რაც დღეს საქართველოს პარლამენტში მოხდა