ზუგდიდის რაონულმა სასამართლომ ბიძინა ესებუას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა

- ზუგდიდის რაონულმა სასამართლომ “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობაზე ბრალდებული, ძებნილი ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება მოსამართლე ნატრული აკობიამ მიიღო.
მან სრულად დააკმაყოფილა პროკურორის შუამდგომლობა აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის გამოყენებასთან დაკავშირებით. დაცვის მხარემ სასამართლოს 10 ათასლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობით მიმართა, თუმცა მოსამართლემ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
ბიძინა ესებუას გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება და საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს. ბიძინა ესებუას უფლებადამცველების თქმით, დაკავებული ბრალს არ აღიარებს და თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.




