სამეგრელოს სამხარეო პოლიციაში ბიძინა ესებუას ბრალს აცნობენ

- ამ წუთებში სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის შენობაში ბიძინა ესებუას ბრალს აცნობენ.
გამოძიება “საქართველოს ბანკის” ყაჩაღობაზე ძებნილის ბადრი ესებუას ძმას ბიძინა ესებუას, ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების და ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავება. საქმეზე გამოძიება სსკ-ის 236-ე მუხლით მიმდინარეობს.




