წალენჯიხაში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება

- წალენჯიხის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდება. დაგეგმილია მუჟავას ადმინისტრაციულ ერთეულში სასმელი წყლის სისტემების რეაბილიტაცია, კურორტ სქურთან დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა, ქალაქ წალენჯიხის გარე განათების მოწყობის და საგზაო ნიშნების მოწყობის გაგრძელება.
აღიშნული სამუშაოების საპროექტო – სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის შეძენას მოხმარდება საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების დასრულების შემდეგ დარჩენილი თანხა (წარმოქმნილი ეკონომია).
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში აღნიშნული ინფრასტრუქტურული პროექტები 2021 წელს განხორციელდება.




