წალენჯიხის მუნიციპალიტეტში 150 მოსწავლეზე გათვლილი N 4 საჯარო სკოლის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

- სკოლა ახალი ინვენტარითა და ტექნიკით აღიჭურვება, დამონდაჟდება ცენტრალიზებული გათბობა, მოეწყობა სასწავლო ლაბორატორია, ბიბლიოთეკა, კომპიუტერული კლასი და ღია სპორტული მოედანი. შენობა ადაპტირებული იქნება შშმ პირებზე.
სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული შპს „ჯავა“ ასრულებს. წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ერთდროულად 3 ახალი სკოლის მშენებლობა მიმდინარეობს. 2020 წელს მუნიციპალიტეტის მასშტაბით 28 სკოლაში ჩატარდა სარეაბილიტაციო სამუშაოები, სადაც მთლიანად განახლდა სველი წერტილები და საპირფარეშოები და ადაპტირდა შშმ პირთათვის.




