შს მინისტრი ვახტანგ გომელაური ისევ ზუგდიდშია

- საქართველოს შს მინისტრი ვახტანგ გომელაური, მოადგილე ვლადიმერ ბორცვაძესთან ერთად ზუგდიდში სამხარეო პოლიციის შენობაში იმყოფება. მინისტრს სამხარეო პოლიციის უფროსი ავთანდილ გალდავა დახვდა.
შეხვედრა სავარაუდოდ, რადენიმე დღის წინ “საქართველოს ბანკზე” განხორციელებულ თავდასხმას ეხება.
პოლიციის შენობაში შესვლისას შს მინისტრს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.
შეგახსენებთ, რომ ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს გუშინ დაესხა. შენობაში მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა.




